Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | დიდუბეში, სახლის დემონტაჟისას დაღუპულ მამაკაცს სამი შვილი და ორსული მეუღლე დარჩა
ambebi.ge
26 July 2017, 12:20
დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა - ავარიული სახლის ჩამონგრევისას, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, ნგრევისა და ყვირილის ხმა გაიგეს და ადგილზე მისულებს ნანგრევებში მოყოლილი მუშები დახვდნენ.

სახლის დემონტაჟის შედეგად 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის წალენჯიხის რაიონიდან არის. თბილისში მამაკაცი ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობდა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი და ორსული მეუღლე დარჩა.

ამასთან, ნგრევის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.

ცნობილია, რომ შენობის დემონტაჟს "როიალ გრუპი" აწარმოებდა. დიდუბის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია "როიალ გრუპს", რომელიც დიდუბეში, სოხუმის Advertisement ქუჩაზე საცხოვრებლი სახლის დემონტაჟს ახორციელებდა, მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან რამდენჯერმე ჰქონდა გაფრთხილება მიცემული უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, "როიალ გრუპმა" ბოლო გაფრთხილება უსაფრთხოების ნომრებთან დაკავშირებით 24 ივლისს მიიღო.

შემთხვევის ადგილზე ამჟამად კრიმინალური პოლიცია მუშაობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი